logo
ENG



"რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა" - ლავროვი ოცნებას ისევ აქებს

06 სექ 202411:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/mvyk45n3n6x3ovc.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ე.წ. რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონპროექტს ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია. 

ლავროვი საქართველოზე საუბრისას ისევ დასავლეთს აკრიტიკებს და დემოკრატიული ქვეყნები მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებად გამოჰყავს. რუსი დიპლომატი, თავის ანტიდასავლურ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენებს ტრადიციებს და საერთო ღირებულებებს.

"ის რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რაც საქართველოში ხდება - ეს საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა და მათ მიერ იმის გააზრება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაილეკება, წაიშლება და გაითელება იმ ე.წ. წესებით, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს - უპირველეს ყოვლისა ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. მათ მათ შორის არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავზე მოხვევა", - თქვა ლავროვმა РБК-სთან ინტერვიუში. 


close დახურვა